თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, სააკაშვილი შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას

სანამ მიხეილ სააკაშვილი მიყვებოდა კახა ბენდუქიძის მწყობრ რეფორმებს, ვიყავი მისი მხარდამჭერი. დღეს მე მურთაზა ზოდელავას და წიკლაურის რეფორმებით სიარული არ მაინტერესებს.

“სააკაშვილს აქვს ძალიან დიდი მემკვიდრეობა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ვარდების რევოლუციას, მაგრამ სააკაშვილმა ამ იდეას უღალატა, ის მოღალატეა, სააკაშვილმა ვარდების რევოლუციას უღალატა და ამას მე არ ვმალავ არავისთან.

მე პიროვნებებზე არასდროს ამიგია ჩემი ღირებულებები, ეგ არის ჩვეულებრივი არაკაცი, რომელიც დღეს ერთს ამბობს და ხვალ სხვას. ერთს კი ვპირდები, ჩვენ რომ გავიმარჯვებთ, დაჭერით მას აღარავინ დაემუქრება. მოვუხსნით იმ შიშებს, რაც აქვს და შეეძლება საქართველოში ჩამოსვლა. მაგას მაინც გავაკეთებთ, რომ მესამე პრეზიდენტმა იაროს თავის ქვეყანაში.

“მინდა ვიყო  სულთანი” – ეს არის სააკაშვილის დევიზი და თუ არ დაეთანხმები, მოღალატეს გეძახის”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად