თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს (ვიდეო)

“ოპოზიციას რომ გადავხედოთ, ბოლო 8 წლის მანძილზ ვერ შეძლო გაერთიანება ვერცერთი პარტიის და ლიდერის გარშემო. არ აღმოჩნდა ისეთი ლიდერი, არ გვყავს ჩვენ ოპოზიციაში ისეთი ლიდერი, რომელიც კონსოლიდირებას მოახდენს. გასაგებია, რომ სააკაშვილს ილუზია აქვს, უნდა რომ ასე ეჯეროს, მაგრამ არც თვითონ არ აღმოჩნდა ასეთი” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა .

მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა მხოლოდ პროპორციული არჩევნების თემის ირგვლივ შეძლო გაერთიანება.
“როდესაც ყველას ინტერესი იყო პროპორციული არჩევნები, მათ შორის პატარა პარტიების ინტერესი იყო ბარიერი დაწეულიყო, რაც „ნაციონალურ მოძრაობას “ არ სურდა.
ბუნებრივია ყველას დამოუკიდებლად სურდა, იმიტომ რომ არ დასჭირდეთ მიშაზე მიწებება. მიშას ბუნებრივი სურვილი ჰქონდა, ეს ასე არ მომხდარიყო, მაგრამ, უბარიერო სისტემითაც ხეირობენ პატარა პარტიები.

მე ოპოზიციისგან ვითხოვ, კარგად დაფიქრდნენ და საქმე აკეთონ თავიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პრემიერობის კანდიდატად ვის წარმოადგენს, გიორგი ვაშაძეს თუ სხვას, ეს მათი საქმეა.

მე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება იმიტომ კი არ მინდა, რომ მეორე გიჟმა ჩაანაცვლოს. მე მინდა, რომ ამ ქვეყნაში დამყარდეს პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად