თამარ ჩერგოლეიშვილი: 40 ათასი ლარი გადაახდევინა ბიძინამ ევროკავშირს მძევალში, ბრავო ყველას – ევროკავშირის თამადობით

დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო. ამ ფაქტს “ტაბულას” დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“40 ათასი ლარი გადაახდევინა ბიძინამ ევროკავშირს მძევალში. ბრავო ყველას – ევროკავშირის თამადობით 🤷🏻‍♀️
p.s. განსაკუთრებით იმ ოპოზიციონერებს მინდა ვუთხრა ბრავო, ვინც ეს საოცრება დაუშვა, იმისთვის რომ პარლამენტში შევარდნილიყო, სადაც თავისივე გულში
მჯიღის ბრახუნით, არ შედიოდა და არაადეკვატურ მოლოდინებს ქმნიდა.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები
იტვირთება...