თამარ ბერუჩაშვილი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე არასამთავრობოებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები.

მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იმ ქმედებებსა და გატარებულ ღონისძიებებზე, რაც რიგის სამიტის შემდგომ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მთავარობამ განახორციელა.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და წლის ბოლოს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში საბოლოო იქნება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, როგორც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ასევე ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების საკითხებში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობისა და მათი მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას.

კომენტარები
იტვირთება...