თამარ ბერუჩაშვილი ხორვატიის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად  ვიზიტით ზაგრებს ეწვია. – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი  გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს გამართავს ხორვატიის  ახლადარჩეულ პრეზიდენტთან კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ვესნა პუსიჩთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ  ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივებს. საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

 

კომენტარები
იტვირთება...