თამარ ბაგრატია ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურის უფროსს შეხვდა

გარემოს ეროვნული საააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურის უფროსს დენეკ გვენერას და ჩეხ გეოლოგებს შეხვდა.,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსები დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე  ქართველმა და ჩეხმა გეოლოგებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ერთობლივად განხორციელებული პროექტის შედეგები წარმოადგინეს.

 პროექტის ფარგლებში დუშეთის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მეწყრების მონიტორინგის საპილოტე სისტემა  დამონტაჟდა, შეიქმნა  გეოლოგიური საფრთხეების
ზონირების რუქა და გეოლოგიური პროცესების მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს მაღალი საფრთხის ტერიტორიებზე მონიტორინგის გაძლიერებას.

პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს  (CzDA)  მიერ  დაფინანსდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...