თამარ ბაღაშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით) მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია კიდევ შევხვდებით ❤️❤️❤️” – წერს თამარ ბაღაშვილი. 

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...