თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გენერალური პროკურორი 14. 00 საათზე შეხვდება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბაია ცანავამ აცნობა, ირაკლი შოთაძე ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს დღეს, 14:00 საათზე შეხვდება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა ადვოკატთან ერთად დღეს ბრიფინგი მთავარ პროკურატურასთან გამართეს.

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ირაკლი შოთაძეს მიმართა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში „ეფბიაის“ ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

ამასთან, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა დღეს პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.

შეგახსენებთ, 5 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის  ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. შსს: გარდაცვალების წინა დღეს თამარ ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში ეძებდა: “რა მოუვა ფეისბუქს თუ მე გარდავიცვლები”

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში აშშ-ს ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად