თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს შსს-ში მაღალჩინოსნებს შეხვდებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს საღამოს 20:00 საათზე შსს-შ მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდებიან. ამის შესახებ „აიპრესს“ თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატი „აიპრესთან“ აცხადებ რომ ჯერჯერობით არ არის ცნობილი იმ პირთა ვინაობა, რომლებიც სახლიდან წასვლის შემდეგ მას ეძებდნენ.

მისივე თქმით, გარდაცვლილის კომპიუტერიდან კლონირება უკვე მოხდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება, რასაც დრო სჭირდება.

“სატელეფონო ჩანაწერის ამოღებაზე გაგზავნილია ყველაფერი გამოთხოვაზე.  დღეს 8 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროში არის შეხვედრა მაღალი თანამდებობის პირებთან. ყველანი ვიკრიბებით.

ჯერ არ არის დადგენილი ის პირები ვინც ეძებდა თამარ ბაჩალიაშვილს. მე გამოძიებას  მივაწოდე ინფორმაცია და ალბათ გამოძება მაგაზე მუშაობს. ამაზე გამოძიება იმუშავებს.

კომპიუტერი გახსნილია, კლონირება ჩატარებულია. რამდენიმე დღე დაჭირდება ამას ყველაფერს”,  – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა “აიპრესთან”.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ,  ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს.  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად