თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: სატელიტის ფოტოების გამოქვეყნების გამო, შეიძლება დამაკავონ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ის „ტვ სპუტნიკ“ -ის დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძესთან ერთად, სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების გავრცელების გამო დააკავონ.

„ყველაფერს გააკეთებენ, დამაკავონ კიდევაც და რა ვიცი, ყველაფერი უბედურება გააკეთონ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „ტვპირველთან“.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ  მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი  ხოლო, დავით  ფურცხვანიძე აცხდებს:  სატელიტის ფოტოები ხელთ კი არ ჩამივარდა, ჩემით მოვიპოვე

პროკურატურის განცხადების სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ:  როკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია

შეგახსენებთ, მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად