თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი: მინდა ჩემი აზრი ჩემთვის იყოს და დაველოდო გამოძიებას, იმიტომ, რომ ვენდობი

“არ მსურს იმაზე საუბარი, რა კითხვებს მისვამდნენ დაკითხვაზე. არ მსურს რამე შევაფერხო. პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ საქმე გამოიძიოს” – განაცხადა თმარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ ტვ “მთავართან”.

კითხვაზე, – როდესმე თამუნას უთქვამს თქვენთვის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა? დეა კაპანაძემ განაცხადა: “ვერ გეტყვით მაგაზე ინფორმაციას, უბრალოდ არ მსურს მაგაზე საუბარი

კითხვაზე: თქვენ როგორ ფიქრობთ, თვითმკვლეობა იყო ეს თუ მკვლელობა, დეა კაპანაძემ განაცხადა: ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრის საჯაროდ დაფიქსირება არ მინდა.უბრალოდ მინდა ჩემთვის იყოს და დაველოდო გამოძიებას, იმიტომ, რომ ვენდობი

თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი ვერსია, როგორც მეგობრის, რა არის? – ამ კითხვით მიმართა ტვ მთავარმა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარს, დეა კაპანაძეს, რომელმაც საპასუხოდ განაცხადა: არ იცი, არ მინდა ამაზე საუბარი. გამოძიებაა და რასაც დადებს, სიმართლე იქნება ალბათ, რატომ უნდა შევიტანო მაგაში ეჭვი?

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად