თამარ ბაჩალიაშვილის მამა: შსს-ს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამან ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა POSTV-თან განაცხადა.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, თბილისში შსს-მ აწარმოოს.

“დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს. იმედი მაქვს 100%-ით გაირკვევა საქმე.

მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ, პირადად არავინზე ვიძახი, უბრალოდ, აეხსნა, ეთქვა ჩემთვის. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა”, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციელი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, უთხრა, შენს შვილს ბევრი პრობლემები ჰქონიაო, შსს-ს გენინსპექციაში დაიბარეს. შსს-ს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი, რომელი შსს გენერალურ ინსპექციაში იყო დაბარებული ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არ უთქვამს ის, რაზეც გარდაცვლილის მამა საუბრობს.

ცნობისთვის,17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა.   რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, სადაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იმავე დღეს, 5 დღიანი ძებნის შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“ –ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელში გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. ამ დროისთვის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად