თამარ ბაჩალიაშვილის დედა: საპატრიარქოში გამორიცხეს თვითმკვლელობა და წესის აგებაზე კურთხევა მოგვცეს

საპატრიარქომ თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგებაზე ოჯახს კურთხევა მისცა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ისინი პატრიარქის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდნენ. 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილმა განმარტებით, მან შეხვედრაზე მყოფ მეუფე შიოს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

მისივე  თქმით, საპატრიარქოში მიხვდნენ, რომ მის შვილს თავი არ მოუკლავს.

“ჩვენ გვინდოდა თამუნასთვის წესის აგება და პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე. იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. ჩვენ მოვუყევით ყველაფერი, რადგან გაიზიარეს, გამორიცხეს თვითმკვლელობა, პანაშვიდი თვითონ გადაუხადეს და კურთხევა მოგვცეს და წესის აგებაზე დაგვთანხმდნენ. იკითხონ იმ მკვლელებმა იმათ რა ელით. ჩემი თამუნას სული უკვე მშვიდად იქნება, რომ წესიც აეგება და ყველაფერი, რაც საჭიროა ისე გაკეთდება”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ,  23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად