თამარ ბაჩალიაშვილის დედა: რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით,  წერილი, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შეუძლიათ, მის შვილს დააწერინეს. 

როგორც ჟურნალისტებს თაონა თამაზაშვილმა განუცხადა,  მისი შვილი არ დაწერდა წერილს თავისი გადაწყვეტილებით. 

“წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ჩემ შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას არ დაწერდა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მისივე განმარტებით, თანხას რომელიც ანგარიშზე იდო, მისი შვილი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის აგროვებდა.

ზეგ-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ. მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემ შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ, რის შემდეგაც თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობის აქციის დაწყებას აღარ აპირებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მეორე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით,  შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული. შსს: “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად