თამარ ბაჩალიაშვილის დედა: რამდენადაც ვიცი, ელექტროშოკს ატარებდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ელექტროშოკს ატარებდა.

ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტმეტრი“  თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

მისი ვარაუდით, ელექტროშოკი გარდაცვლილს მანქანაში უნდა ჰქონოდა.

„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე  კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი  ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად