თამარ ბაჩალიაშვილის დედა: პროკურორი მაბულინგებს, მეკითხება, რატომ არის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი

„მაბულინგებენ, რატომ არის ჩვენი ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და რა ჰონორარის ფასად მოვიდაო„, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით პროკურორი მარიამ გოგორეიანი ერთსა და იმავე კითხვებს უსვამდა, რაც მისი აზრით ბულინგია.

„მაბულინგებენ რამიშვილი რატომ არის ჩვენი ოჯახის ადვოკატი, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად და ა.შ. პროკურორი მარიამ გოგორეიანი ასევე, ჩამაცივდა მე მივეცი თუ არა თამუნას წერილი კაპანაძეს. რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის ვინ მისცა წყარო ვინ იყო, გაასაჯაროვა იმ კაცმა და გამოიკვლიონ. მილიონჯერ რომ დაგისვამს ერთსა და იმავე კითხვას ბულინგია აბა რა არის”, – აცხადებს თამაზაშვილი

ბაჩალეიშვილის დედა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებში მათი პერმანენტულად დაბარების მიზეზი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რათა საქმეს შეეშვან და საქმე თვითმკვლელობის მუხლით წავიდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად