თამარ ბაჩალიაშვილის დედა: მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად

“ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, მე ამასაც არ ველოდი, რომ ვინმე წარმომადგენელი შემხვდებოდა. მე ავუხსენი ყველა დეტალი, რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არის ჩარეული. სამართლებრივად მათ თქვეს, რომ სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს მათი ჩართულობა. მე გავაჟღერე, რომ თუ პროკურატურა უარს იტყვის FBI-ს ჩართულობაზე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო.  მე მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. რადგან შევხვდი მას, მე ვფიქრობ, აქციამ გააკეთა თავისი გასაკეთებელი”.

ამის შესხებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილის დედამ, თეონა თამაზაშვილს აშშ- საელჩოს წარმომადგნლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქცია გამართა. ისინი ელჩთან შეხვედრას და გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად