თამარ ბაჩალიაშვილის დედა ექსპერტიზის დასკვნაზე: ეს იყო უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი

ჩემი პირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს იყო უნიჭო რეჟისორის დადგმული სპექტაკლი, თვითმკვლელობის ინსცენირება, ასე პასუხობს ტრაგიკულად დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანების კითხვას, როდის გაეცნო ექსპერტიზის დასკვნას და რა იყო მისი პირველი რეაქცია?

“ჩემს შვილს თუკი გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისუფლად იმყოფებოდა სახლში და თუნდაც ერთი მედიკამენტის მიღებაც შეეძლო, დაწოლილიყო ლოგინში და მშვიდად განეხორციელებინა ეს ქმედება, თუკი ეს ჩაფიქრებული ჰქონდა. და არა ასე, რომ ევლო აფთიაქ-აფთიაქ, ხუთი აფთიაქი მოევლო. როგორც თეთრიწყაროში უნდოდათ, რომ კამერებს დაეფიქსირებინა, ალბათ ესეც ხდებოდა იძულების წესით.

1 თვის მანძილზე ვატყობდი ჩემ შვილს, რომ შეშინებული იყო. ძილშიც კი ჩემ გვერდით იწვა და ხტოდა, როდესაც არასდროს ჰქონია ასეთი სფოთიანი ძილი. არაფერს არ გვეუბნებოდა. ამბობდა, რომ სრულწლოვანი ვარ და მე თვითონ მივხედავ ჩემ პრობლემებსო. ჩვენ დაგვიცვა ამით, რომ არაფერი არ თქვა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად