თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ჩემი შვილი სავარაუდოდ იარაღის ვაჭრობის საქმეში ჩართეს – მერე მოიცილეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით მისი შვილი იარაღის ვაჭრობის სქემაში იყო სავარაუდოდ ჩართული.

მისის თქმით, იარაღით მომარაგება ყარაბახის რეგიონში ხდებოდა. ინფორმაცია მას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც არ დაასახელებს.

“საინტერესოა, აქ როდის ჩაერთო სახელწმიფო უშიშროება, ფულის გათეთრება ახალი არ არის საქართველოში, ეს ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს და ამის გამო არ შეიძლება მომხდარიყო თამუნას მკვლელობის გასაიდუმლოება.
რაც შეეხება ნარკოტიკების თემას, არც ეს არ არის ახალი. ახლაც რომ გაიაროთ ქუჩაში ნახავთ რომ ახალგაზრდობა ისეთ დღეშია, რომ გათიშე და იბატონეს პრინციპით არიან და რჩება ერთადერთი იარაღის თემა. სულ რამდენიმე ხნის წინ მოხდა შეტაკება ყარაბაღში. ეს ერთ-ერთი დამთხევა რაც თამუნას ირგვლივ და ძალიან ლოგიკურია, რომ ეს ამასთან იყოს კავშირში ფული გადარიცხვა, იარაღის შეძენა“, – აცხადება თამარ ბაჩალიშვილის დედა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა როლი უნდა ჰქონოდა თამარ ბაჩალიაშვილს იარაღით ვაჭრობის სქემასთან და როგორ ხდებოდა იარაღის მომარაგება თეონა თამაზაშვილი აცხადებს:

“თამუნამ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის დროს, არა არის გამორიცხული სპეციალურად იქნა შეგდებული ეს ფაილები, თამუნას გაეხსნა და შანტაჟი მოეწყოთ თამუნასთვის და მერე მოეხდინათ იმ თანხის გადარიცხვა. როცა მოახდინეს თანხის გადარიცხვა, მერე არასასურველი მოწმე მოიცილეს თავიდან, ძალიან მარტივია ეს ყველაფერი.
ჩემი შვილის როლი ის იყო, რომ ეს იყი პროგრამისტი, სავარაუდოდ იფიქრეს უბრალო ოჯახიდან იყო, ორჯერ მოიგო ერასმუსის დაფინანსება საფრანგეთში. შეიძლება ამ გზითაც გავიდნენ სულაც არ არის გამორიცხული და შესაძლოა დეას გზითაც გავიდნენ ესეც საეჭვოდ მეეჭვება, რომ დეას დამეგობრება რამდენიმე წლის წინ მოხდა თამუნასთან, სპეციალურად დაამეგობრეს დეა, რომ მერე ამის მიხედვით მოეხდინა ეს ყველაფერი“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილი.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკბვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად