თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ სახლიდან გასულ მის შვილს შავი ზედა ეცვა, გარდაცვლილი კი თეთრი ზედით იპოვეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გადაცემაში „პოლიტმეტრი“ ამბობს, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა.

მისივე  განმარტებით, ბაჩალიაშვილი მისმა მეზობლებმა ნახეს, რომლებმაც შემდგომ უთხრეს, რომ მას შავი ფერის ზედა ეცვა.

ამასთან, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს ეცვა თეთრი ფერის ზედა. „ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ გოლთეთის მკვიდრები, სადაც ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, ასევე მუქი ფერის ზედაზე საუბრობენ.

„რა ფერი ეცვა არ მახსოვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თეთრი არ იყო“, – აცხადებს ადგილობრივი „პოლიტმეტრის“ ეთერში.

შეგახსენებთ: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად