თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ამიერკავკასიაში ომი იყო და იმიტომ დაუკავშირე ჩემი შვილის მკვლელობა ყარაბაღს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა , თეონა თამაზაშვილი აცხადებს რომ მის მიერ გაკეთებული გაცხადება, რომ მას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი სავარაუდოდ იარაღის ვაჭრობის საქმეში ჩართეს – მერე მოიცილეს, ეს მისი ვერსია.

„ეს ჩემი ვერსის იყო, ზუსტად იმიტომ რომ ფულის გათეთრებაზე იყო ლაპარაკი და ათასჯერ აღვნიშნე, ფულის გათეთრება ხდება ან ნარკოტიკებში ან იარაღში. და რაც მეტად სარწმუნოდ მე მიაჩნია იარაღში და იმიტომ აღვნიშნე და მაქვს ჩემი ვერსიის ქონის უფლება, მგონი…

ამიერკავკასიაში ყარაბახის ომი იყო და იმიტომ დაუკავშირე , სხვა ომი რომ ყოფილიყო შეიძლება იმ ომისთვის დამეკავშირებინა ეს ყველაფერი.
მე კომპიუტერში ვნახე რომ სამხერთ კავკასიაში იყო იარაღის და ფულის გათეთრებაზე საუბარი და იქიდან გამოვიტანე ეს დასკვნა. დავით ფურცხვანიძეს ამასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს“. –  განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “ტვპირველთან”.

 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით მისი შვილი იარაღის ვაჭრობის სქემაში იყო სავარაუდოდ ჩართული. იარაღით მომარაგება ყარაბაღის რეგიონში ხდებოდა. ინფორმაცია მას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც არ დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად