თამარ ბაჩალიაშვილის დედა: დღეს ამერიკის საელჩოსთან ჩავატარებ აქციას, მოვითხოვ გამოძიებაში FBI-ს ჩართვას

თამარ ბაჩალიშვილი დედა, თეონა თამაზაშვილი აშშ-ის საელჩსთან აქციას აანონსებს რომელიც დღეს 12:00 საათზე გაიმართება.

“მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!!!

დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და გვერდში დაგვიდგეთ.

გაავრცელეთ პოსტი მაქსიმალურად !!!” – წერს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თვითმხილველების თქმით, გაუჩინარებულ თამარ ბაჩალიაშვილს პოლიციამდე ორი ახალგაზრდა კაცი ეძებდა, რომლებიც ოჯახის ახლობლებლად გაეცნენ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ პირები არ არიან ოჯახის ახლობლები.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია ის 2 პირი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად