თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ძალიან თბილი, მომთმენი და მიზანდასახული იყო… სამსახურზე არ საუბრობდა

მოვხვდი 14 დღიან კარანტინში. იქიდანაც მაგას უნდა გამოვეყვანე. 22-ში უკვე მიმთავრდებოდა და უკვე ისეთ დროს მოვედი სახლში, რომ უკვე მიცვალებული იყო. ძალიან მონატრებული წავიდა ჩემგან. ასე მგონია, რომ მაგის ცხოვრებაში რომ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა, რაღაცას იტყოდა, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბებიამ “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ძალიან მომთმენი და ძალიან თბილი ბავშვი იყო. ვერ აღგიწერთ როგორი ბავშვი იყო. მეგობრებიც ვიყავით ერთმანეთის. მაგის საღამოების გაფორმებაში სულ ვიღებდი მონაწილეობას. წარმატებული ლედი, აი ეს იყო მაგის სფერო. 23 წლის ასაკში ძალიან ბევრ რამეს მიაღწია. მაგრამ მიყვებოდა ხოლმე, რომ მე ჩემი თავით უკმაყოფილო ვარო. იმიტომ, რომ სკოლაში ხელოვნებამ ოთხიანი დაუწერა და ოქროს მედალი ვერ აიღო, როცა ძალიან ძლიერი იყო მათემატიკაში და ფიზიკაში. მინდოდა ოქროს მედალოსანი ვყოფილიყავი და გამოვედი ვერცხლის მედალოსანიო.

ჩააბარს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, 75%-იანი დაფინანსება აიღო და მეორე წელს ჩვენგან ჩუმად შეიტანა საბუთები და სრული დაფინანსება აიღო, მაგრამ იმდენად კარგად სწავლობდა, რომ პირდაპირ მეორე კურსზე დასვეს.

იძახდა უფრო მაღალი მინდა ვიყო და ლამაზი სიყვარული მქონდეს, რაც ჯერ არ მაქვსო. ძალიან მიზანდასახული ბავშვი იყო.

მაგალითად, არ საუბრობდა იმაზე, რას აკეთებდა სამსახურში. ვიცოდი ტერიტორიულად სად იყო მაგის სამსახური, მაგრამ სამსახურში რას აკეთებდა არ ამბობდა. ბებო შენ არ გესმის, თანამედროვე ისა… რომ გითხრა მაინც ვერ გაიგებო. საერთო ჯამში გულჩათხრობილი ბავშვი იყო. რომ ვთქვა, რომ გადაბმული დაქალები და რაღაცა, არა.

მოვხვდი 14 დღიან კარანტინში. იქიდანაც მაგას უნდა გამოვეყვანე. 22-ში უკვე მიმთავრდებოდა და უკვე ისეთ დროს მოვედი სახლში, რომ უკვე მიცვალებული იყო. ძალიან მონატრებული წავიდა ჩემგან. ასე მგონია, რომ მაგის ცხოვრებაში რომ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა, რაღაცას იტყოდა”, – განაცხადა რიტა ზურაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად