თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, – აცხადებს POST-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი.

“სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ. კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს (თეონა თამაზაშვილი -თამარ ბაჩალიაშვილის დედა), მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით – მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ბოლო დასკვნა დამიდეო. სამაგიეროდ ხომ გაპაზორდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ოჯახი პლაკატებით დარბის. ყველას გააგებინა, არავინ არ მივიდა 4 მეზობლის გარდა.

ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა. მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ.

კომენდანტიც კი ნაცები ჰყავთ. კარის მეზობელია თან. იქ რომ ვიყავი, არცერთი არ შემოდიოდა ოთახში, არცერთი ჟურნალისტი. 2 ღამე ვუთიე ბავშვს, 2 დღე და ღამე არ დამიძინია, რომ გამოვედი ეგენი არ შემოდიოდნენ, მერე უცბად გამოვარდა, მე მწამს მარტო ამათიო, აქ არ დაგინახო მოსულიო, გამოვედი და გამოვერიდე. ავუხსენი ჩემს დისშვილს ამის (თამარის) სული ითხოვს სიმშვიდეს. მომწერა შენ ხარ იუდაო. ალბათ ადვოკატი ეუბნება, რომ დეიდაშენს უთხარი თუ ადვილია თვითმკვლელობა თვითონ რატომ არ იკლავს თავსო?!” – განაცხადა რიტა ზურაბაშვილმა.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკბვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად