თამარ ბაჩალიაშვილი ჩანაწერში სუიციდზეც საუბრობს და ოჯახის წევრებს პატიებას სთხოვს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 23 წლის გარდავლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არსებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები მედიის მოთხოვნით, პროკურატურამ ჟურნალისტებს დახურულ ფორმატში მოასმენინა.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 35 ტომისგან შედგება, რომელზეც 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და 600-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

მედიამ ორი ვიდეო ჩანაწერი მოისმინა, რომელიც სავარაუდოდ 2019 წელს, საფრანგეთშია ჩაწერილი, 3 კი აუდიო ჩანაწერი იყო, რომელიც 2020 წლის თებერვლის თვეშია ჩაწერილი.

თამარ ბაჩალიაშვილი ერთ-ერთ აუდიო ჩანაწერში, როგორც პროკურატურაში განმარტეს, საუბრობს სამსახურზე, სადაც ის დასაქმებული იყო, ამბობს, რომ შეყვარებულია ვინმე ნიკაზე, რომელიც მას როგორც შეყვარებულს, ყურადღებას არ აქცევს და როგორც თანამშრომელს, ისე აღიქვამს, რის გამოც მას გაუსაძლისად მიაჩნია ცხოვრება და ამბობს, რომ თვითმკვლელობას ჩაიდენს.

“ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდება, გიო მეცოდება, ტყეში რომ მნახავენ… აქ ყოფნა აღარ შემიძლია, აღარ მინდა. ჩემს მშობლებს რა ვუყო, გიოს რა ვუყო, მეტს ვერ გავუძლებ. დედა, მამა, გიო, მაპატიეთ უნდა მოვიკლა თავი, იმედია, გადაიტანთ ამას ოდესმე.” – ამ სიტყვების დროს თამარ ბაჩალიაშვილი ისტერიულად ტირის. ის ასევე ვიდეო ჩანაწერში ამბობს, რომ მხოლოდ მარტოობაა მის ცხოვრებაში და მეტი არაფერი.

თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერის მოსმენა საკმაოდ ემოციურია, ის მძიმედ აღწერს მის პირად ცხოვრებას და სულიერ მდგომარეობას, თუმცა გაასაჯაროებს თუ არა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ჩანაწერებს პროკურატურა, ჯერჯერობით, უცნობია.

შეგახსენებთ: 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

 

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია

 

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ინფორმაციით მისი შვილი იარაღის ვაჭრობის სქემაში იყო სავარაუდოდ ჩართული. იარაღით მომარაგება ყარაბაღის რეგიონში ხდებოდა. ინფორმაცია მას ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა, რომელსაც არ დაასახელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად