თამარ ბაჩალიაშილის დედა შს მინისტრზე: სასტიკად არ უნდათ  FBI -ის ჩართულობა, რაც მიანიშნებს, რომ ყველაფერში მაგათი ხელი ურევია

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილისთვის საეჭვო და გაუგებარია, რატომ არ ეთანხმება შსს მთავარი პროკორორის მზაობას, საქმეში FBI -ის ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დღევანდელი კომენტარის საპასუხოდ განუცხადა, რომელმაც განმარტა, რომ მიმდინარე გამოძიება მალე დასრულდება და ექსპერტიზის მიმართულებით FBI საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.

“გაუგებარია ვახტანგ  გომელაურის ასეთი ტიპის განცხადება, რადგან ირაკლი შოთაძისგან მივიღეთ გარანტია, რომ უკვე გაგზავნილია წერილი FBI ის ჩართულობაზე. 100%-ით ვარ დარწმუნებული, იტყვიან რომ თვითმკლველობაა და თვითმკვლელობაზე FBI -ის ჩართულობა საჭირო არ არისო. აუცილებლად მოვითხოვ შოთაძესთან შეხვედრას იმის გასარკვევად, რატომ ხდება ორი უწყების მხრიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებების გაკეთება. სასტიკად არ უნდათ  FBI -ის ჩართულობა, რაც მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერში მაგათი ხელი ურევია”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში FBI ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა ვფიქრობ, რომ მალე დასრულდება გამოძიება. თუ საჭიროება იქნება, FBI ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა, ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ოჯახის წევრები საქმეში FBI-ს ჩართვას მოითხოვენ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად