თამარ ალანია: მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს დღის წესრიგი, ჩემი მიზანია ვემსახურო კანონს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს. 

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსაართლეს თამარ ალანიას უსმენენ. სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, რით გინდათ, რომ საზოგადოებას დაამახსოვროთ თავი? თამარ ალანიამ ასე უპასუხა:

“მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაქვს დღის წესრიგი, ჩემი მთავარი მიზანია ვემსახურო კანონს, სამართლიანობას, ჩემს ქვეყანას და ჩემი უკუგება საზოგადოებისაგან არის ის მადლობა, რომელსაც ორივე მხარე გადაწყვეტილების მიღების დროს მეუბნება, როდესაც სრულდება პროცესი”, – განაცხადა მოსმენაზე თამარ ალანიამ.

ცნობისთვის, 17 და 18 ივლისს კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

დღეს, საბჭო ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძეს და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ. ხვალ, 18 ივლისს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს,გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს და მამუკა ვასაძეს მოუსმენენ

მოსმენაზე კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობსი ერთ-ერთი კანდიდატია, ის არ ესწრება სხდომას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...