თალაკვაძე ბესელიასა და ზარდიაშვილის ინციდენტზე: ასეთი აგრესია პარლამენტის იმიჯს აზიანებს

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ, ვანო ზარდიაშვილის შორის მომხდარ დაპირისპირებას ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. მისი შეფასებით, მსგავსი ფაქტები პარლამენტის იმიჯსა და რეპუტაციას აზიანებს.

“ჩემთვის მიუღებელია პარლამენტში ასეთი ტიპის აგრესია და დაპირისპირება, ეს პარლამენტის იმიჯს აზიანებს. ეს ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის. ასეთი საქციელი საკანონმდებლო ორგანოს უკარგავს საქმიან იმიჯს. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში დეპუტატებს შორის  ასეთი დაპირისპირება აღარ მოხდეს”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად