თალიბანის მოკავშირე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, შესაძლოა, რუსეთი გახდეს

ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებით შეშფოთებული თალიბანი მოკავშირეებს ეძებს.

როგორც The Daily Beast წერს, "ისლამური სახელმწიფოს" მომძლავრება ავღანეთში „თალიბებისა“ და რუსეთის ინტერესების დაახლოებას უწყობს ხელს.

„თუ რუსეთი შეძლებს სირიაში ასადის რეჟიმის დაცვას, ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ავღანეთში თალიბებისა და რუსეთის დაახლოებას," – წერს ამერიკული გამოცემა. როგორც The Daily Beast იუწყება, პირველი საიდუმლო კონტაქტები მხარეებს შორის უკვე შედგა.

„თალიბების“ ერთ-ერთი ლიდერი, ტაჰირ შამალზაი ყალბი საბუთების გამოყენებით ტაჯიკეთის დედაქალაქში,დუშანბეში იმყოფებოდა, სადაც იარაღის სანაცვლოდ 4 ტაჯიკი მესაზღვრის განთავისუფლებაზე მოლაპარაკებებს მართავდა.

ამერიკული მხარის ინფორმაციით, პირველი პირდაპირი კონტაქტები თალიბებსა და რუსებს შორის ჯერ კიდევ 2013 წელს შედგა. როგორც ამერიკული პრესა წერს, მაშინ ტყვე რუსი სამხედრო პილოტის ნაცვლად რუსებმა თალიბებს საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს საბრძოლო იარაღიც მიაწოდეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად