“თალიბანი”: მსოფლიო სახელმწიფოები თალიბანის წინააღმდეგ “უსამართლო ცრურწმენების” გავლენით არიან

ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა “თალიბანის” დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მოტაკიმ.

მან ასევე ისაუბრა ქალთა უფლებებსა და მათთვის დასაშვებ საქმიანობებზე.

“ჩვენ არ ვუკრძალავთ ქალებს რაიმე სახის ისეთ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება ჩვენს ჩვეულებებს და შარიათის კანონს [ნორმებს],” – თქვა მან ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ადგილობრივი ტელეარხი TOLOnews.

ამირ ხან მოტაკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური სახელმწიფოები თალიბანის წინააღმდეგ “უსამართლო ცრურწმენების” გავლენის ქვეშ არიან. ”ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალთა უფლებებს,” – დასძინა მან.

კომენტარები
იტვირთება...