„თალიბანი“ დღეს ახალ მთავრობას წარადგენს

„თალიბანი“ დღეს ახალი მთავრობის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

„თალიბანის“ წარმომადგენლის, აჰმადულა მუთაქის განცხადებით, ახალი მთავრობის გამოცხადების ცერემონია ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში იგეგმება.

წინასწარი ინფორმაციით, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელად სავარაუდოდ ისლამისტური მოძრაობის ლიდერი ჰაიბატულა ახუნძადა დასახელდება.

„თალიბანის“ უმაღლეს ლიდერს სამი მოადგილე ჰყავს: მავლავი იაქუბი, სირაჯუდინ ჰაქანი და აბდულ ღანი ბარადარი.

მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მმართველობა ზომიერი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვას ჰპირდებიან.

კომენტარები
იტვირთება...