“თალიბანი”: ჩვენ არ ვუკრძალავთ ქალებს შარიათის შესაბამის საქმიანობებს

“თალიბანის” მოძრაობა არ უკრძალავს ავღანელ ქალებს რაიმე სახის ისეთ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება შარიათის კანონებსა და ჩვეულებებს, – ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა “თალიბანის” დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მოტაკიმ.

”ჩვენ არ ვუკრძალავთ ქალებს რაიმე სახის ისეთ საქმიანობას, რომელიც შეესაბამება ჩვენს ჩვეულებებს და შარიათის კანონს [ნორმებს],” – თქვა მან ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ადგილობრივი ტელეარხი TOLOnews.

ამირ ხან მოტაკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოური სახელმწიფოები თალიბანის წინააღმდეგ “უსამართლო ცრურწმენების” გავლენის ქვეშ არიან. ”ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალთა უფლებებს,” – დასძინა მან.

კომენტარები
იტვირთება...