“თალიბანი” ახალ ხელისუფლებას ერთი კვირის ვადაში წარადგენს

რადიკალური დაჯგუფება “თალიბანი” აცხადებს რომ ახალი ხელისუფლების შემადგენლობას ერთი კვირის განმავლობაში დაასახელებს.

“თალიბანის” წარმომადგენლის განცხადებით, ამ დროისთვის ავღანეთის 34 პროვინციიდან 33-ში გუბერნატორებისა და პოლიციის უფროსების თანამდებობები განაწილებულია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია იქნებიან თუ არა ხელისუფლების წევრებს შორის ქალები.

კომენტარები
იტვირთება...