თალაკვაძემ სლოვაკეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობებზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს.

არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ინფორმაცია და ჩვენი ხედვა მივაწოდე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. სლოვაკეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დამიდასტურა სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად