თალაკვაძე ზარდიაშვილზე: მან ძალიან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით.

“ვფიქრობ, ვანო ზარდიაშვილმა აჩვენა რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, მხოლოდ ეს არის საშუალება, ჩვენ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას. ასევე აჩვენა ნებისმიერ დაპირისპირებაზე და ნებისმიერ კამპანიაზე, რაც შეიძლება პოლიტიკაში მოხდეს, ხშირად მაღლა დგას ღირსება და ის ადამიანური ნაწილი, რომელიც რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც აქვს. მინდა, მას ჩვენი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო, ცოტა დრო არ არის რაც პარლამენტში ვმუშაობთ. მინდა, წარმატებები ვუსურვო კარიერაში და მომავალ საქმიანობაში” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო ზარდიაშვილმა თავად გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად