თალაკვაძე: უცნაური კითხვაა, პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვთ განმარტებას, რატომ შეეცვალა სამუშაო განრიგი გახარიას

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიერ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის გაუქმებაზე განმარტება.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიას დღის მეორე ნახევარში ჰქონდა სხვა გეგმები ჰქონდა.

„მემგონი ცოტა უცნაური კითხვა არის. პარლამენტის თავმჯდომარისგან ითხოვთ განმარტებას თუ მინისტრს, რატომ შეეცვალა სამუშაო განრიგი. თუმცა მე მაინც არ ავარიდებ თავს კითხვას და გეტყვით, რომ მას ჰქონდა სხვა გეგმები დღის მეორე ნახევარში და შესაბაისად ვერ დაესწრო კონფერენციას. ღონისძიებას ესწრებოდა პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრმა თუ მიიღო თავისი სამუშაო დღის წესრიგის გადაწყვეტილება, ეს არის მისი გადაწყვეტილება,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენეს, რომ კონფერენციის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს, რასასაც არჩილ თალაკვაძემ დემოკრატიული პროცესის ნაწილი უწოდა:

„მშვიდობიანი მანიფესტაცია არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება ჩვენს ქვეყანაში არის დაცული. დღესაც ის იყო დაცული, ხვალაც იქნება დაცული. ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ეს ჩატარდება კანონის ფარგლებში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება იქნება დაცული,“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მე-10 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა, ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...