არჩილ თალაკვაძე: ტოლობის ნიშნების დასმა ხაზარაძესა და კეზერაშვილს შორის არის არასწორი

“საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე არაერთი გამოძიება, არაერთი საქმე, მათ შორის ის საქმეებია, რომლებზეც სასამართლოებმა გადაწყვეტილებები მიიღეს, წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი იხდის სასჯელს და არაერთი არის ძებნის რეჟიმში, ეს ყველაფერი უკავშირდება კონკრეტულ დანაშაულებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის მომავალი როგორი იქნება საქართველო ხვალ”.

ამის  პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ  საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ქვეყნის მომავალი და ამიტომაც ხელისუფლების ყურადღება მიმართულია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, განათლების რეფორმაზე, საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და დემოკრატიის გაძლიერებაზე.

დავით კეზერაშვილის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის საქმეების კონტექსტში შესაძლო პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა.

„ინტერპრეტაცია არ არის სწორი. ხაზარაძესთან დაკავშირებით საქმე დაიწყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შესაბამისად, ტოლობის ნიშნების დასმა ხაზარაძესა და კეზერაშვილს შორის არის არასწორი და სამწუხაროა, როდესაც ტოლობის ნიშანს სვამთ ამ საქმეებს შორის. ამით ხაზარაძესაც და მის იმიჯსაც აზიანებთ. რაც შეეხება კეზერაშვილს, მასთან დაკავშირებით პირველად არ არის, რომ კითხვები აქვს გამოძიებას. ნახეთ საქმეები, რომელიც მასთან დაკავშირებით იყო წარმოებაში და მერე გააკეთეთ ეს დასკვნები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...