თალაკვაძე: თუ ზახაროვას სიტყვები თვალთმაქცობა არ არის, მაშინ გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან

“ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა, ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმქაცობა, მაშინ პირველ რიგში, დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან”. 

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ზახაროვას განცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კომსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით,  რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად