თალაკვაძე: თუ საჭიროება იქნება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არცილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრის ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრების საპასუხოდ განაცხადა, სადაც მან ქვეყანაში დროებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება დროულად მიიღებს ყველა ზომას, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელია.

„თუ საჭიროება იქნება, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთავრობის დასაბუთებულ მოთხოვნას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. ჩვენს მოქალაქეებს ვარწმუნებ, რომ ყველა ზომა, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, დაგვიანების გარეშე იქნება მიღებული. ახლა არის პროფესიონალური და გამბედავი გადაწყვეტილებების დრო და ხელისუფლება ასეც აკეთებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად