თალაკვაძე თადუმაძეზე: დარწმუნებული ვარ, დიპლომებთან დაკავშირებული თემა კენჭისყრამდე იქნება ამოწურული

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრამდე შალვა თადუმაძის დიპლომის ამბავი გაირკვევა.

“კენჭისყრამდე მე დარწმუნებული ვარ რომ დიპლომებთან და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული. ამაზე კომიტეტიც მუშაობს და მე ვიცი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც დაინტერესებულია და აუცილებლად მიიღებენ პასუხებს კითხვებზე,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პოლიტიკურ წრეებში, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებაში, მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ შალვა თადუმაძეს დიპლომში სწავლის დაწყების თარიღად ის წელი აქვს მითითებული, როდესაც მისი უნივერსიტეტი ჯერ დაარსებულიც არ იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად