თალაკვაძე: საპრეზიდენტო მანდატი მოქმედი პრეზიდენტიდან ახალ პრეზიდენტს ევროპული ტრადიციის შესაბამისად გადაეცემა

“საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე 16 დეკემბერს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია, კანონმდებლობის ფარგლებში შეკრების უფლება ყველას აქვს. “პრეზიდენტის ინაუგურაცია მაღალ დონეზე ჩატარდება და საქართველოში პირველი პრეცედენტი შეიქმნება, როცა საპრეზიდენტო მანდატი მოქმედი პრეზიდენტიდან ახალ პრეზიდენტს ევროპული ტრადიციების შესაბამისად გადაეცემა”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად