თალაკვაძე სამთავრობო ცვლილებებზე: როდესმე, რომელიმე გაზაფხულზე ცვლილებები იქნება

“დაიცადეთ, 1 კვირაში არის გაზაფხული”-ასე პასუხობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტების კითხვას, მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე.

მედიაში გავრცელებუილი ინფორმაციით, გაზაფხულზე შესაძლოა გიორგი გახარია, პრემიერის თანამდებობაზე, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს, რაზეც თალაკვაძე პასუხობს:

” დაიცადეთ, 1 კვირაში არის გაზაფხული და მიხვდებით რომ თქვენი კითხვა, რომელსაც ყოველ ერთ კვირაში იმეორებთ, უკვე მეათედ გვეკითხებით, იქნება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

როდესმე, რომელიმე გაზაფხულზე ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ, ამ გაზაფხულის მოსვლამდე არის 1 კვირა დარჩენილი.

მინდა გითხრათ რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება, გააგრძელებს სტაბილურად საქმიანობას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებით”-ამბობს თალაკვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად