თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის შეცვლას ყველა პოლიტიკური პარტია ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ითხოვდა

“წარსულში, მართლაც ბევრი პოლიტიკური პარტია ითხოვდა ამ სისტემის შეცვლას. სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც იყო ხელისუფლებაში, ამ ცვლილებას ითხოვდა, როდესაც ისინი ხელისუფლებას ტოვებდნენ, როდესაც გადადიოდნენ ოპოზიციაში. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ჩვენ ამ ცვლილებას ვერ მივიღებთ ამ პარლამენტში.”

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის შეთანხმების საგანი.

“ამიტომ ნიშნის მოგება არ მალაპარაკებს. როდესაც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ ნულოვანი ბარიერი სჯობს თუ 5%-იანი ბარიერი, პასუხი მარტივია. როცა 1 წელია დარჩენილი არჩევნებამდე, ვის ექნება რეალური შანსი, რომ ბარიერი გადალახოს? ისევ იგივე პარტიებს გვექნება ამის შანსი, ვინც დღეს ვართ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანი, რომ შევცვალოთ პროპორციული სისტემით ჩვენი საარჩევნო სისტემა, იმიტომ რომ მეტი პოლიტიკური პარტიები ჩაერთონ პოლიტიკაში, მეტი მსჯელობა შეიქმნას, მეტი შეთანხმება შედგეს, ეს მიზანი ისევ უკან მოგვრჩება”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად