თალაკვაძე საარჩევნო კანონმდებლობაზე: საგაზაფხულო სესიის ბოლომდე ცვლილებები მიღებული იქნება

“პარტიებს შორის კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა – პარლამენტი მუშაობს და “ქართული ოცნება” ასრულებს თავის პირობას”.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველივე პლენარულ სხდომაზე  შეიქმნება საკონსტიტუციო კომისიას, რომელიც 1 თვის ვადაში საჯარო განხილვას უზრუნველყოფს და შემდეგ დავიწყებთ პაკეტის განხილვას პარლამენტში.

“გეგმის თანახმად, საგაზაფხულოს სესიის ბოლომდე ცვლილებები მიღებული იქნება.  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა საჯარო განხილვების ფორმატი შეიცვალოს და ის სატელევიზიო ან ვიდეოპლატფორმის გამოყენებით ჩატარდეს, თუმცა პროექტის საჯარო განხილვა აუცილებლად მოხდება. ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო კომისია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად