თალაკვაძე: “რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაძლოა თუ არა, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვალების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტელეკომპანიას რამდენიმე მილიონიანი ლარის დავალიანება აქვს, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯები, რაც ტელეკომპანიის მუშაობას ხელს შეუშლიდა

„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია. ვინაიდან, ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამისათვის სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...