თალაკვაძე: როცა ოპოზიცია პარლამენტს უტევს და ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს, კრიტიკა არ უნდა გვიკვირდეს

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შეფასებისას გააკეთა და განმარტა, რომ კვლევის შედეგები ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს.

„სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს. რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, მე კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით გიპასუხებთ, როდესაც ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და მესამე ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ.

ასე რომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, იფიქრონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იმაზე, რომ ხელფასს იღებენ იმაში, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ: ეროვნულ-დემოკრატიული” ინსტიტუტის”( NDI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 70% უარყოფითად აფასებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

კითხვაზე, როგორც შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭიროს, გამოკითხულთა 16% პასუხობს, რომ დადებითად აფასებს. გამოკითხულთა 11% კი პასუხობს “არ ვიცი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად