თალაკვაძე: როდესაც, სააკაშვილი ყვითელ განცხადებებს აკეთებს, პრემიერი სტრატეგიულ შეხვედრებს მართავს

"იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მთავარი კომენდატორი, სააკაშვილი ყვითელი განცხადებებით არის დაკავებული და ყოველ დღე ჩართვებს აკეთებს, საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრებს მართავს",-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

თალაკვაძის თქმით, საუბარია უსაფრთხოების, თავდაცვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ და პრემიერს ამერიკაში მკაფიო ხედვა და მიზნები აქვს ჩატანილი, რომელიც პირდაპირ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.

"რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძის ვიზიტი ემსახურება ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით გვექნება კიდევ უფრო ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, რაც შეეხება მაშინ, როცა კანონმდებლობას ვცვლიდით, ვამბობდით, რომ საქართველო არის ამერიკის საიმედო მოკავშირე უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში, როცა საქმე ტეროტისტულ საფრთხრებს და რეგიონში უსაფრთხოებას. ეს არის ასახული ამ განცხადებაში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ"-განაცხადა თალაკვაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად