თალაკვაძე: რაც ხდება გუგუტიანთკარში, ეს არის უკანონო ოკუპაციის ნაწილი

“იმის მაგივრად, რომ ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ, საიდან მოდის ოკუპაციის პრობლემა, გამოდიან და საკუთარ სახელმწიფოს ესვრიან ტალახს. თუ რა სჭირდება საქართველოს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა მომავალში და მოაგვაროს მშვიდობიანად, ეს ადამიანები გამოდიან და სხვდასხვა ადგილებში დაკავებულები არიან იმით, რომ საკუთარ ხელისუფლებას და საკუთარ სახელმწიფოს აკრიტიკებენ და ესვრიან ტალახს. სამწუხაროა ეს.”

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ რაც ხდება გუგუტიანთკარში, ეს არის უკანონო ოკუპაციის ნაწილი.

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ეს მავთულხლართები, ეს ღობეები გახდება ანაქრონიზმი და შეუთავსებელი დროსთან. ჩვენ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებით და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით აუცილებლად შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები.

გუგუტიანთკართან დაკავშირებით, ხელისუფლებამ გადავდგით ყველა საჭირო ნაბიჯი, ყველა შესაძლო ნაბიჯი, დაწყებული დიპლომატიურ კორპუსთან კომუნიკაციით – მათი ჩაყვანით ადგილზე, დასრულებული საერთაშორისო მექანიზმების – ცხელი ხაზის და სადამკვირვებლო მისიების გამოყენებით, რათა ის პროცესი, რამაც გამოიწვია სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, შეჩერებულიყო. ამ მომენტისთვის, ეს არის შეჩერებული”-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, ეს არის გამოწვევა, ოკუპაცია არის რთული პრობლემა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, არ უნდა დაგვათმობინოს ჩვენი მომავალი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...