თალაკვაძე: ქუთაისის მომავალ განვითარებაზე მსჯელობას დიდი დრო დავუთმეთ

” საპარლამენტო ზედამხედველობის თვასაზრისით ჩართულობა გააქტიურდება, რაც კონკრეტულ შედეგებს 2019 წლის დასაწყისში გამოიღებს”-ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თლაკვაძემ უმრავლესობის დახურული სხდომის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, მომავალი კვირიდან ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის, რაზეც დეპუტატებმა იმსჯელეს.

“ქუთაისის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით მსჯელობას საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ. შევთანხმდით, რომ კონკრეტული ინიციატივების პაკეტი გვექნება. საუბარი იყო რეგიონებში დეპუტატებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაგეგმილ პროექტებზეც. საპარლამენტო გუნდი ერთიან პოზიციაზეა, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ისეთი ტემპით და ინტენსივობით, როგორც ეს საარჩევნო კამპანიის, განსაკუთრებით, მეორე ტურის დროს იყო. ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება, რადგან პარლამენტში მთავრობასთან უფრო ძლიერი ინტერაქცია გვჭირდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად