თალაკვაძე: ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები

„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ,“ – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, დგას თუ არა ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი.

რაც ეხება ჟურნალისტების კითხვას: სცენარი, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში წლების განმავლობაში ცდილობდა წართმეული ქონების უკან დაბრუნებას და ახლა 1 თვეში ყიდის მას, ხომ არ ეჩვენება საეჭვოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ არ უპასუხა, თუმცა აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია.

„ქიბარ ხალვაშის უკან დგანან მისი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ადვოკატები, რომლებიც მის ინტერესებს იცავენ. რაც შეეხება ტელევიზიის საკუთრებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არაერთი ინფორმაციაა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, თუ რა პრობლემები იყო ტელეკომპანიაში. შესაბამისად, შეფასებები საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

მედიაპლურალიზმს აჩვენებს მიკროფონების რაოდენობა, რომელიც ახლა აქ არის წარმოდგენილი. საქართველო იმსახურებს, რომ ჰყავდეს პროფესიონალური, ობიექტური, ეთიკური და თავისუფალი მედია, რომელიც დასავლური სტანდარტებით მაუწყებლობს. ჩვენ ამ პრინციპების დამცველი ვიყავით აქამდეც და ვიქნებით მომავალშიც. დანარჩენი შეფასებები თქვენით გააკეთეთ,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...